.:KOBULETI RESIDENCE:.

სახლის შესახებ

მონოლითური შენობა ერთ, ორ და სამოთახიანი თანამედროვე დაგეგმარების 313 ბინით. მინიმალური ფართი 25 კვ.მ.

 

მყიდველს ყოველთვის უმარტივდება გადაწყვეტილების მიღება, როცა კომპაქტური ბინა ხელსაყრელ ფასად არის შეთავაზებული.  

 

სახლი აშენებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. მზიდი კონსტრუქციები უძლებს 8 ბალამდე სეისმურ ზემოქმედებას. რიგელების და  კოლონების თანამედროვე სისტემა ბინის თავისუფალი დაგეგმარების საშუალებას იძლევა. ფასადი დამუშავებულია თანამედროვე ნესტგამძლე მოსაპირკეთებელი მასალით, რაც დიდხანს ინარჩუნებს პრეზენტაბელურ სახეს.

 

ტერიტორია შემოსაზღვრულია მწვანე ნარგავების ღობით, გამწვანებულია, გამოყოფილია ფართი საბავშვო  მოედნის მოსაწყობად.